კურსის მიზანი
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
ტრენინგები ტარდება მასწავლებლებისთვის,რომლებიც სასწავლო პროცესში ბუკებს იყენებენ.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)
- I მოდული - პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
- II მოდული - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა;
- III მოდული - ინტერნეტ-რესურსების გამოყენება პროექტში;
- IV მოდული - მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
- V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
- VI მოდული - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება (დიფერენვირებული სწავლება)
- VII მოდული - ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
- VIII მოდული - პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.