კურსის მიზანი
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. 
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? 
ტრენინგები ტარდება  მასწავლებლებისთვის,რომლებიც სასწავლო პროცესში ბუკებს იყენებენ.
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 8 მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობაა 9 ოთხსაათიანი ტრენინგი(სულ 36 საათი)
  • I მოდული - პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
  • II მოდული - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა;
  • III მოდული - ინტერნეტ-რესურსების გამოყენება პროექტში;
  • IV მოდული - მოსწავლეთა ნიმუშების შექმნა;
  • V მოდული - მოსწავლეთა პროექტების შეფასება;
  • VI მოდული - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება (დიფერენვირებული სწავლება)
  • VII მოდული - ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
  • VIII მოდული - პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

2 comments:

  1. ქალბატონ დიანას
    რა კეთილი ხართ დიანა,
    როგორ გვასწავლე შრომა,
    რომ მიუსხდებით კომპიუტერს
    არ ვიცით დროის ზომა.
    შენი ღიმილი გვათბობს,
    იმედით გვივსებს გულებს,
    იმდენ სიურპრიზს გვთავაზობ
    მრავალფეროვანს ულევს...
    პროექტებით სწავლება, კარგი არის ძალიან,
    ჩვენი მოსწავლეები ამისთვის მზად არიან.
    ბავშვებს უდა მოვარგოთ, ვიცით ამის წესი,
    ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული პროცესი.
    შენმა მომხიბვლელობამ, დამაწყებინა წერა,
    ჩვენც გაგიმართლებთ, ძვირფასო,
    მოგყვებით ნელა ნელა.

    ReplyDelete